საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2025 წლის 31 იანვრის №1881/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 თებერვლის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:
ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 113-ე ქვეპუნქტით №113 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „არაბისტიკა“ (დანართი №113);
ბ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 122-ე ქვეპუნქტით №122 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სკანდინავიური ფილოლოგია“ (დანართი №122);
გ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 168-ე ქვეპუნქტით №168 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თურქოლოგია“ (დანართი №168);
დ) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 181-ე ქვეპუნქტით №181 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ფილოლოგია“ (დანართი №181).
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე